მოძებნა

Loading...

Wednesday, January 23, 2013

ლუდის ისტორია

ლუდს უძველესი დროიდან ამზადებენ, თუმცა უძველეს სასმელს ერთი კონკრეტული სამშობლო არა აქვს. ლუდის დამზადება ყველა კონტინენტზე ყველა უძველესმა ერმა იცოდა.

ისტორიკოსთა მტკიცებით, ლუდი 8000 წლის წინათ გაჩნდა.ლეგენდის თანახმად, გულმავიწყ მცხობელს პურის ცომი მზეზე დარჩა, ცომი თხევადი გახდა და ამჟავდა. შეცბუნებულმა მცხობელმა უცნაური მასა გასინჯა და მოეწონა - ასე იწყება ლუდის ისტორია.

ანთროპოლოგთა ერთი ნაწილი ამტკიცებს, რომ ცივილიზაცია ლუდის წყალობით გაჩნდა. როდესაც უძველესმა ხალხებმა აღმოაჩინეს, რომ მარცვლეულისაგან პურისა და ლუდის დამზადება შეიძლება, მათ მომთაბარე ცხოვრებას ერთ ადგილზე დამკვიდრება ამჯობინეს და მარცვლეულის მოყვანა დაიწყეს, რამაც კაცობრიობის იდენტიფიცირებად ისტორიას დაუდო სათავე.



არქეოლოგების აზრით, 6000-8000 წლის წინათ ძველ ბაბილონში ლუდი ყველაზე პოპულარული სასმელი იყო. ბაბილონელები ქვებით ჩეჩქვავდნენ ქერისა და სპელტის (სიმინდის წინაპარი) მარცვლებს, ასხამდნენ წყალს, ამატებდნენ სურნელოვან ბალახებს და რამდენიმე დღეში იღებდნენ სასიამოვნო გამამხნევებელ სასმელს.

მესოპოტამიის ქალაქ-სახელმწოფოში ურში კი ლუდს პროფესიულად - გასაყიდად ამზადებდნენ. ლუდი ისეთი რაოდენობით მზადდებოდა, რომ თითქმის მთელი მარცვლეულის ნახევარს ალაოდ ამუშავებდნენ. სვიას მაშინ ჯერ კიდევ არ ხმარობდნენ. ბაბილონელებისა და შუმერების დამზადებული ლუდი მოტკბო გემოსი იყო, ჩვენთვის კარგად ნაცნობი სვიის სიმწარის გარეშე.


ლუდი ეგვიპტეში წარმოუდგენლად პოპულარული იყო, დედოფალმა კლეოპატრამ პირამიდების მშენებლობის გასაგრძელებლად საჭირო თანხის მოძიება ლუდზე გადასახადების შემოღებით გადაწყვიტა. ეს იყო ისტორიაში პირველი გადასახადი, რომელიც სასმელის
დამზადებისათვის დაწესდა.

ეგვიპტიდან ლუდი ეთიოპიაში, ირანსა და კავკასიაში გავრცელდა. ინდოევროპელთაგან ლუდის დამზადება თავდაპირველად ფრიგიელებმა და თრაკიელებმა დაიწყეს. ისინი, მოგვიანებით კი სკვითებიც, ლუდს ქერისა და დაფქული ბრინჯისაგან ამზადებდნენ.
ძველი ბერძნები და რომაელები, უმთავრესად, ღვინოს მიირთმევდნენ - ლუდს ისინი ბარბაროსების სასმელად მიიჩნევდნენ.


ფიქრობენ, რომ ლუდის დამზადება გერმანელებმა ფინიკიელებისაგან ისწავლეს. გერმანიიდან ლუდის დამზადების ტექნოლოგია გავრცელდა ინგლისსა და სკანდინავიაში, ევროპული კულტურის ექსპანსიის კვალდაკვალ კი ლუდი მთელს მსოფლიოში პოპულარული გახდა.



დღევანდელი ლუდი წინამორბედისაგან გემოთი რათქმა უნდა განსხვავდება,მაგრამ რიგ ქვეყნებში ყველანაირად ცდილობენ აღადგინონ ის უძველესი რეცეპდები,რითაც მას ჩვენი წინაპრები ამზადებდნენ.თანამედროვე ალკოჰოლიანი ლუდის გამომგონებლად ბავარიელებს მიიჩნევენ.ლეგენდის თანახმად,ამგვარი ლუდის პირველი რეცეპტი მეფე გამბრინუსმა შექმნა. 1516წ. ბავარიაში ჰერცოგმა ვილჰელმმა მიიღო “კანონი სუფდა ლუდის” შესახებ.

წყარო:  http://ucnauri.com/157983/ლუდი-3/