მოძებნა

გერმანული ლუდის დღესასწაული

Oktoberfest

17 სექტემბერს გერმანიის ქალაქ მიუნჰენში გაიხსნა ლუდის დღესასწაული–„Oktoberfest “, რომელიც ტრადიციულად ყოველ წელიწადს ტარდება. გერმანიის დიდ და პოპულარულ დღესასწაულად მიჩნეული – „Oktoberfest“–ი, რომლის ჩატარების ტრადიციას 1810 წლის 12 ოქტომბრიდან ჩაეყარა სათავე, 3 ოქტომბრამდე გასტანს.



ჩვეულებისამებრ, ფესტივალი სექტემბრის თვეში იწყება, 16 დღის განმავლობაში მიმდინარეობს და ოქტომბრის პირველ კვირა დღემდე გრძელდება. ფესტივალი, რომელიც ბავარიული კულტურის მნიშვნელოვან ნაწილად სახელდება, ზეიმით, გართობითა და რაღა თქმა უნდა ლუდის თანხლებით მიმდინარეობს, რომელსაც მსოფლიოს ყველა ქვეყნის უამრავი თაყვანისმცემელი სტუმრობს.
ამ დღისათვის საფესტივალო ქალაქი სპეციალურად ემზადება: ირთვება ქუჩები და ფესტივალისათვის სპეციალურად მიჩნეული ტერიტორია, დამატაბით მონტაჟდება ატრაქციონები, მზადდება ტრადიციული საკვების ნაირსახეობა, როგორიცაა: Hendl–ი (წიწილა),Schweinebraten–ი (ღორის შემწვარი ხორცი), Schweinshaxe (გრილზე შემწვარი შებოლილი ხორცი), Steckerlfisch–ი (გრილზე შემწვარი თევზი), Würstl (სოსისი),Weisswurst–ი (ე.წ. თეთრი ძეხვი), Reiberdatschi (კარტოფილის ღვეზელი), Sauerkraut–ი (წითელი კომბოსტო) და სხვა. ამ ყოველივეს, კი უზღვავი რაოდენობისა და ნაირსახეობის, გერმანული წარმოების ლუდი ახლავს. მაგალითად 2007 წლის – „Oktoberfest“–ის ფესტივალზე, რომელიც ტრადიციულად 16 დღე გაგრძელდა, 7 მილიონი ლიტრი გერმანული ლუდი იქნა რეალიზებული.















წყარო : http://journal.top100.ge/?p=40287


No comments:

Post a Comment